ქართველი მსროლელი ნინო ხუციბერიძე სერბეთის „დიდი პრიზის" ახალგაზრდული ტურნირის გამარჯვებულია
ქართველი მსროლელი ნინო ხუციბერიძე სერბეთის „დიდი პრიზის" ახალგაზრდული ტურნირის გამარჯვებულია

ნოვი სადში მიმდინარე სერბეთის „დიდი პრიზის” გათამაშებაზე საქართველოს ნაკრების წევრი ნინო ხუციბერიძე 567 ქულით ახალგაზრდული ტურნირის ჩემპიონია.

საქართველოს ნაკრების წევრი ცოტნე მაჭავარიანი „დიდი პრიზის” გათამაშებაზე მე-4, ხოლო ნინო სალუქვაძე მე-5 ადგილზე გავიდნენ. ფინალურ სერიაში მაჭავარიანმა 196.9 ქულა, სალუქვაძემ კი 175.8 ქულა დააფიქსირა.

ვაჟებში ჩემპიონი 241.7 ქულით სლოვენიელი კევინ ვენტა გახდა. მომდევნო ადგილებზე მასპინძლები გავიდნენ. მეორეზე – დუშკო პეტროვი 230.0-ით, მესამეზე – დიმიტრი გრგიჩი 215.8 ქულით.

გოგონებში გამარჯვება 232.2 ქულით უნგრელმა ვერონიკა მაიორიმ იზეიმა. მასპინძლები აქაც ვერცხლის მედალს დასჯერდნენ.

ევროპის ორგზის ჩემპიონი ბობანა ველიკოვიჩის მონაგარი 228.3 ქულაა. პოლონელი აგატა ნოვაკი 217.8 ქულით ბრინჯაოს მედლის მფლობელია.