ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრნენ
ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნაკრები ასეული მონაწილეობას ნატო-ს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში (RSM) მიიღებს. ქართველი სამხედროები, მაიორ ანტონ ქუთათელაძის მეთაურობით, ქალაქ ქაბულში ბაზის უსაფრთხოებისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებენ. პირველი ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფი მეორე ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს.

მისიაში გამგზავრებამდე ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა მათზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად გადასროლისწინა მომზადება საქართველოში გაიარეს.

დატოვე კომენტარი