ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დაასრულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვედანაყოფის პირველი ასეული, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის მეთაურობით, ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა.

მათივე ინფორმაციით, ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დახვდა.

„მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. ბატალიონი სრული შემადგენლობით ეტაპობრივად დაბრუნდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ქვედანაყოფებს ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მე-12 ბატალიონი, როტაციის წესით, მე-13 ბატალიონმა ჩაანაცვლა.

ქვედანაყოფმა უფლებამოსილება უკვე გადაიბარა და კოალიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციის შესრულებას შეუდგა“, – აცხადებენ სამინისტროში.