ქართველი მხატვრის, რომანოზის სამი ნამუშევარი დღეს საჰაერო ბურთით ბათუმიდან სტრატოსფეროში გაუშვეს

16:32, 24.08.2019

ქართველი მხატვრის, რომანოზის მიერ ტილოზე შესრულებული სამი ნამუშევარი დღეს საჰაერო ბურთისა და სპეციალური მოწყობილობის საშუალებით ბათუმიდან სტრატოსფეროში გაუშვეს.

ნამუშევარი 30-დან 45 კილომეტრამდე სიმაღლეს მიაღწევს და მის გადაადგილებას ვიდეოთვალი დააფიქსირებს. მასალას დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგენენ.

„ხელოვნებას არ აქვს საზღვრები, სწორედ ეს გვინდოდა გვეთქვა ამით“, – ამბობს რომანოზი, რომელიც ტრანსცენდენტალიზმის მიმდევარია.

ნახატის გაშვებაზე ახალგაზრდა ტექნიკოსების, მხატვრებისა და  რეჟისორების ჯგუფი მუშაობდა. მოგზაურობა სტრატოსფეროში დოკუმენტურ ფილმში აისახება, რომელიც ოქტომბერში გამოვა.

წინასწარი გათვლებით, სტრატოსფეროში გამოფენილი ნამუშევარი ბახმაროს მთებში უნდა დაეშვას, თუმცა შესაძლებელია ტრაექტორია შეიცვალოს.

პროექტი ბათუმში პრინტფესტივალის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც წელს უკვე მეოთხედ იმართება.

მსგავსი