ქართველი მეცო-სოპრანოს წარმატება ბრაუნშვაიგის საოპერო თეატრში
ქართველი მეცო-სოპრანოს წარმატება ბრაუნშვაიგის საოპერო თეატრში

ქართველი მეცო-სოპრანო ნანიკო ძიძიგური ბრაუნშვაიგის ოპერაში პრემიერისთვის ემზადება. ნანიკო ძიძიგურმა თბილისში კონსერვატორია დაამთავარა, რამდენიმე თვის წინ კი გერმანიაში, ერთ-ერთი პირველი საოპერო თეატრის სოლისტი გახდა, რომელიც 1690 წელს დაარსდა.

თეატრს მრავალი წლის პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მთავარი დირიჟორის general music director პოზიცია, რომელსაც იკავებს ევროპაში ცნობილი სერბი დირიჟორი სერბა დინიჩი, სწორედ მისი დირიჟოროვით შედგა ნანიკო ძიძიგურის დებიუტი ვერდის ოპერაში “დონ კარლოსი”, რომლითაც გაიხსნა თეატრის სეზონი.

გერმანიის საოპერო თეატრის სოლისტს პირველი არხი სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

” 4 ნოემბერს ასევე საპრემიერო სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა ჰუმპერდინკის “ჰენსელი და გრეტელი” ლეგენდარული მომღერლის,ბრიგიტა ფასბენდერის რეჟისურით, სადაც დედის პარტია შევასრულე. აღსანიშნავია რომ სწორედ ამ პერიოდში ფასბენდერი დააჯილდოვეს “Echo Klassikis” მიერ მისი ცხოვრებისეული ღვაწლისთვის. შემდეგი პრემიერა იგეგმება 12 იანვარს, სალვატორე შიარინოს “la porta della legge” და კურტ ვაილის “Die sieben Todsünden” სადაც ასევე მთავარ პარტიებს შევასრულებ, ხოლო მოგვიანებით გაზაფხულზე მაგდას პარტია მელის შტრაუსის “ელექტრაში” – აცხადებს პირველ არხთან საუბარში მეცო-სოპრანო ნანიკო ძიძიგური.