ქართველი მცველი ჩეხურ კლუბში ჩაირიცხა
ქართველი მცველი ჩეხურ კლუბში ჩაირიცხა

ანდრო გიორგაძე „ფასტავ ზლინში“ ჩაირიცხა – უკრაინული პოლტავას „ვორსკლადან“ 23 წლის მცველის დამატებაზე ინფორმციას ჩეხური გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„დღეს ჩვენ მოვახერხეთ და დასრულეთ ქართველი მცველის, ანდრო გიორგაძის ტრანსფერი, რომელიც უკრაინული „ვორსკლადან“ ჩამოვიდა. მან კონტრაქტი 3 წლით გააფორმა. მაღალმა მცველმა კონტრაქტს ხელი დღეს მოაწერა და გუნდს საწვრთნელო პროცესს დაუყოვნებლად შეუერთდა“ – წერია „ზლინის“ ოფიციალრ ვებ-გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ანდრო გიორგაძე საქართველოს ახალაგზრდილი ნაკრებსი წევრი იყო, საქართველოში კი მარტვილის „მერანში“ თამაშობდა, უკრაინულ „ვორსკლაში“ კი 2017 წელს გადავიდა.