ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული – უკრაინამ საქართველოს მიბაძა

21:52, 24.06.2019

უკრაინის „ვორსკლას“ ფეხბურთელებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს ანტირუსული ლოზუნგით.

გამოფენილ პლაკატზე წარწერაა – „ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“.  პლაკატი უჭირავს „ვორსკლას“ ქართველ მცველს ანდრო გიორგაძეს.

ამით, „ვორსკლამ“ მხარდაჭერა გამოუცხადა ქართული კლუბების აქციას. მათმა ფეხბურთელებმა ჩაიცვეს მაისურები, რომელზეც ეწერა – „ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“.

ანდრო გიორგაძის გარდა, „ვორსკლაში“ თამაშობს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი ალექსანდრ კობახიძე.

მსგავსი