ქართველები ევროპის ლიგაზე - ყენიამ მილანის წინააღმდეგ ითამაშა
ქართველები ევროპის ლიგაზე - ყენიამ მილანის წინააღმდეგ ითამაშა

ევროპის ლიგაზე მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა და ქართველებმაც ითამაშეს.

მოსკოვის „სპარტაკი“ საკუთარ მოედანზე ავსტრიულ „რაპიდთან“ 1:2 დამარცხდა. ჯანო ანანიძე რუსული გუნდის სათადარიგოებში იყო, მაგრამ არ ათამაშეს.

ასევე სათადარიგოებში დატოვეს თორნიკე ოქრიაშვლი, რომლის „კრასნოდარმაც“ შინ თურქულ „აკჰისარსპორს“ 2:1 სძლია.

პოლტავის „ვორსკლამ“ კიევში, ლონდონის „არსენალთან“ ქართველების გარეშე ითამაშა და 0:3 დამარცხდა. სანდრო კობახიძე ტრავმირებულია და გუნდს ვერ დაეხმარა, ანდრო გიორგაძე კი უკრაინელთა განაცხადში არ იყო.

ლევან ყენიამ „მილანის“ წინააღდმეგ ითამაშა. 28 წლის ქართველი ნახევარმცველის გუნდი „დუდელანჟი“ “მილანს” ესტუმრა და 2:5 დამარცხდა. ყენია სათადარიგოებში იყო და მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა.

გასვლაზე უფრო კარგად ითამაშა ტრნავის „სპარტაკმა“, რომელმაც ბელგიაში „ანდერლეხტს“ ქულა წაართვა – 0:0. დავით სხირტლაძე და ვახტანგ ჭანტურიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს, სხირტლაძემ ყვითელი ბარათი მიიღო.