ქართველი ლეგიონერები | ყაზაიშვილმა ჩინეთში ორი გოლი გაიტანა, გიორბელიძემ თურქეთში ასისტი შეასრულა #1TVSPORT
ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგის 28-ე ტურში „შანდუნ ტაიშანში“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა და „ჟეიანის“ დამარცხებაში (5:0) მთავარი როლი ითამაშა.
ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიშზე ჯერ საგოლე გადაცემა ჩაიწერა, მერე კი დუბლი შეასრულა. ყაზაიშვილის თამაში 9,7 ქულით შეაფასეს და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
მის ანგარიშზე 28 შეხვედრაში უკვე 8 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.
გურამ გიორბელიძემ თურქეთის სუპერლიგაში თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა და „ერზურუმსპორს“ „ეიუპსპორის“ ძლევაში დაეხმარა – 2:0.
ქართველმა მარცხენა მცველმა 89 წუთი ითამაშა და მე-19 წუთზე ზუსტი პასით მიგელ კარდოსოს დაეხმარა.
გიორბელიძემ თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში უკვე მეორე ასისტი შეასრულა.