ქართველი ლეგიონერები | ვოლკოვმა „ზირა“ მარცხისგან იხსნა - ავსტრიაში ქართველების დაპირისპირება ჩაიშალა [ვიდეო] #1TVSPORT
ლაშა დვალმა მორიგი მატჩი ჩაატარა „ცსკა 1948-ში“ რომელმაც ბულგარეთის ჩემპიონატის გასვლით დაპირისპირებაში „ბოტევი“ 2:1 დაამარცხა.
დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მორიგი გოლი გაიტანა და „ზირას“ ჩემპიონატის მე-6 ტურის გასვლით მატჩში „იმიზლისთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 1:1. ვოლკოვმა, ისევე როგორც პაპუნაშვილმა, შეუცვლელად ითამაშა და მე-80 წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ ანგარიში გაათანაბრა. „ზირა“ 6 ტურის შემდეგ 12 ქულით ლიდერია და „ყარაბაღს“ ორი ქულით ასწრებს.
კახა ცხადაძის „გაბალა“ აზერბაიჯანული ფეხბურთის ლიდერს, „ყარაბაღს“ ესტუმრა. ქართველი სპეციალისტის გუნდი მე-3 წუთიდან კაცნაკლულად დარჩა, მინიმალური სხვაობით დამარცხდა 0:1.
ირანის ჩემპიონატში გიორგი გველესიანის „სეპაჰანი“ გასვლზე ლიდერს, „ხორამაბადს“ ესტუმრა და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა – 1:0. ქართველი მცველი გუნდის განაცხადში არ იყო.
ავსტრიის ლიგა 2-ში ლევან ელოშვილის „ბრეგენცისა“ და ლუკა პარკაძის ზალცბურგის „აუსტრიას“ დაპირისპირება პირველივე ტაიმში შეწყდა – მიზეზი უხვი ნალექი იყო, რის გამოც მატჩის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა.