ქართველი ლეგიონერები | ირაკლი აზაროვის „შახტარმა“ „ზორიასთან“ გაიმარჯვა #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები | ირაკლი აზაროვის „შახტარმა“ „ზორიასთან“ გაიმარჯვა #1TVSPORT

უკრაინის პრემიერლიგაში ირაკლი აზაროვის „შახტარმა“ ლუჰანსკის „ზორია“ მიიღო და 1:0 დაამარცხა. დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა, არდა თურანმა ქართველი ფლანგის მცველი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 55 წუთი ათამაშა.

გიორგი ზარიას ალმატისკაირათმა“ ყაზახეთის ჩემპიონატში ზურაბ თევზაძის და გუჯა ლობჯანიძისჟენისს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

ქართველებმა მხოლოდ სტუმართა შემადგენლობაში ითამაშეს – თევზაძეც და ლობჯანიძეცჟენისის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, პირველმა სრულად ითამაშა, მეორე კი 65-ე წუთზე შეცვალეს. ზარია კი ტრავმირებულია და ერთი თვეა, „კაირატს“ ვერ ეხმარება.

კვიპროსის სუპერლიგაში გიორგი ქვილითაიას ლიმასოლის „არისი“ ლარნაკაში აეკ-სსტუმრა და იმის მიუხედავად, რომ მეტოქე 53-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, ბოლო წუთზე გაშვებული გოლით 2:3 წააგო. ქვილითაია „არისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, ყვითელი ბარათი მიიღო და შეუცვლელად ითამაშა.