ქართველი ლეგიონერები | გიორგი ქვილითაიამ „ჰოლშტაინ კილში“ პირველად გაიტანა #1TVSPORT

22:21, 25.10.2026

გიორგი ქვილითაიამ პირველად გაიტანა მეორე ბუნდესლიგის „ჰოლშტაინ კილში“, რომელმაც შინ „დრეზდენი“ 3:0 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, 57-ე წუთზე კი შეცვალეს.

საბა საზონოვის „ხეტაფე“ ლა ლიგაში ბილბაოს „ატლეტიკს“ ესტუმრა და 0:4 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველი მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა.

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ ბერგამოში „ატალანტას“ უჩვეულო ანგარიშით 4:4 დაუზავდა. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

მსგავსი