ქართველი ლეგიონერები | ეგოიანმა ნიდერლანდებში გაიტანა, სლოვაკეთში ქართული დაპირისპირება კაშიას „სლოვანმა“ მოიგო #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „მაგდებურგი“ 1:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველმა 31-ე ტურის დაპირისპირება შეუცვლელად ჩაატარა და 7,0 შეფასება მიიღო. ამ მოგებით „ნიურნბერგმა“ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
ნიდერლანდების ერედივიზიეში თავი გამოიჩინა ირაკლი ეგოიანმა, რომელიც „ექსელსიორს“ ათი მოთამაშით დარჩენილი „უტრეხტის“ დამარცხებაში დაეხმარა – 5:0. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა თავი 69-ე წუთზე გამოიჩინა და მიმდინარე სეზონში ანგარიშზე მეხუთე გოლი (პლუს 2 საგოლე გადაცემა) ჩაიწერა.
სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერთა ექვსეულის მე-7 ტურში ტრნავის „სპარტაკმა“ ბრატისლავის „სლოვანს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ქართველებიდან მხოლოდ ლუკა ხორხელმა ითამაშა, რომელმაც მასპინძელთა რიგებში მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ტრნაველების გაცხადში არ იყო გიორგი მოისწრაფიშვილი, ხოლო გურამ კაშია „სლოვანის“ სათადარიგოთა სკამზე იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა.