ქართველი ლეგიონერები | დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ აუტსაიდერთან დამარცხდა #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები | დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ აუტსაიდერთან დამარცხდა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენისთვის“ კორსიკაზე „ბასტიასთან“ შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა – 0:2.

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლოადგილოსანმა „ბასტიამ“ 31-ე ტურის მატჩში ანგარიში პირველივე წუთზე ალექსანდრე ზაუაის გოლით გახსნა, ხოლო 77-ე წუთზე სტუმრებს მეორედ ხოაკინ ეიკმაიერმა გაუტანა. „სენტ-ეტიენი“ მეორე ადგილზე დარჩა, მაგრამ საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლისთვის მებრძოლმა გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

გერმანიის ბუნდესლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ ბრემენში „ვერდერს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. ქართველი მცველი სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

ინგლისის ჩემპიონშიფში გიორგი ჩაკვეტაძის და საბა გოგლიჩიძისუოტფორდმა“ საკუთარ არენაზე მიიღო „შეფილდ იუნაიტედი“ და 0:2 დამარცხდა. გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, ჩაკვეტაძე კი მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა.