„ქართველი ხალხის მარადისობის დღის“ ორგანიზატორებმა 9 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერიას მიმართეს
„ქართველი ხალხის მარადისობის დღის“ ორგანიზატორებმა 9 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერიას მიმართეს

9 აპრილს ევროპის მოედანზე დაანონსებულ მდუმარე შეკრებასთან დაკავშირებით, საინიციატივო ჯგუფმა გია გაჩეჩილაძის („უცნობის“) ხელმძღვანელობით თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა.

აქციის ორგანიზატორები რამდენიმე საათით საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვას ითხოვენ.

საინიციატივო ჯგუფის წევრების განმარტებით, 9 აპრილს საქართველოსა და „ქართველი ხალხის მარადისობის დღე“ დაფუძნდება, რომელიც საზოგადოების ინტერესებსა და მოთხოვნებს გაითვალისწინებს. მათივე თქმით, დესტრუქციული ქმედებების ფონზე არსებული კრიზისი უნდა დასრულდეს.