ქართველი კარატისტების წარმატება ლილში - ცხრა მედალი და გუნდური პირველი ადგილი #1TVSPORT
საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ლილში იასპარეზა. ეროვნული ნაკრების ცხრავე სპორტსმენმა სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაშიც პირველი ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ მსუბუქ წონით კატეგორიაში გამარჯვებულთა კვარცხლბეკი მხოლოდ ქართველმა მებრძოლებმა დაიკავეს.
ევროპის 5-გზის ჩემპიონმა ანდრეი ზინჩენკომ აქაც იმარჯვა და ტურნირის ოქროს მედალთან ერთად, საუკეთესო მებრძოლის პრიზიც დაიმსახურა.
-70კგ.
1. ანდრეი ზინჩენკო
2. მინდია მგელაძე
3. ლაშა შანთაძე
3. დათა ფუტკარაძე
-80 კგ. წინით კატეგორიაში გაიმარჯვა თენგიზ ბასტოიანმა. +80 კგ კატეგორიაშიც ქართული ფინალი შედგა. დავით მსხალაძემ ლევან ვერულიძე დაამარცხა.
ქალთა შორის კი -55 კგ. კატეგორიაში მარიამ წიკლაური ვერცხლის მედალოსანი გახდა.
+35 წლის ზემოთ (აბსოლუტურ წონით კატეგორიაში) ვეტერანებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ცინცაძემ პირველობა მოიპოვა, რომელმაც, ჩემპიონობასთან ერთად, ტურნირის საუკეთესო ტექნიკური მონაწილის სპეციალური პრიზიც დაისაკუთრა.
აღნიშნული საერთაშორისო ტურნირი, ჩვენი ეროვნული ნაკრების მწვრთნელის გეგმის მიხედვით, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ეტაპი იყო, რომელიც 1 აპრილს შვედეთის ქალაქ გიოტებორგში გაიმართება.
საფრანგეთის ტურნირს ქართველი არბიტრიც ჰყავდა – ბექა მჭედლიშვილი.