ქართველი ილუსტრატორები ბერლინის ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას
ქართველი ილუსტრატორები ბერლინის ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველო ფესტივალ Berlin Book Islands-ის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ეროვნული ცენტრის ცნობით, 29 მაისს ბერლინში ქართველი ილუსტრატორები ელენე ჭიჭინაშვილი, ანა ჩუბინიძე, გიო ჯინჭარაძე, თათია ნადარეიშვილი და ეკა ტაბლიაშვილი წარდგებიან. ისინი დამთვალიერებელს ქართულ მრავალფეროვან კულტურასა და ლიტერატურას ილუსტრაციებით წარუდგენენ.