ქართველი ევროპის საუკეთესო მეკარეთა ხუთეულშია - მაკარიძე ალისონზე წინ დააყენეს
ქართველი ევროპის საუკეთესო მეკარეთა ხუთეულშია - მაკარიძე ალისონზე წინ დააყენეს

გიორგი მეკარიძე ევროპის საუკეთესო მეკარეების ხუთეულშია – საქართველოს ნაკრების და პორტუგალიის პრიმეირა ლიგის „ვიტორია სეტუბალის“ პირველი ნომერი გამოცემა „გოლ პოინტმა“ გამოარჩია.

პორტუგალიურმა გამოცემმა ევროპის საუკეთესო ლიგებში ყველაზე საიმედო მეკარეები მარტივი სტატისტიკით შეადგინა – დარტყმების მოგერიების პროცენტული მაჩვენებლით.

„გოლ პოინტის“ სიაში ლისაბონის „ბენფიკას“ და საბერძნეთის ნაკრების 25 წლის მეკარე ოდისეას ვლახოდიმოსი ლიდერობს, რომელმაც დარტყმების 86,1 % მოიგერია. გიორგი მაკარიძემ, ისევე როგორც „პორტუს“ და არგენტინის ნაკრების 34 წლის მეკარე აუგუსტინ მარჩესინიმ, დარტმების 81,8 პროცენტი მოიგერიეს და მეორე-მესამე ადგილს იყოფენ.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მეკარე უსწრებს „პარი-სენჟერმენისა“ და კოსტა-რიკის ეროვნული გუნდის 33 წლის კიპერ კეილორ ნავასსა (81,6 %) და „ლივერპულისა“ და ბრაზილიის ნაკრების 27 წლის კარის დარაჯ ალისონ ბეკერს (81,5 %) .

„29 წლის ქართველი მეკარე ლისაბონის ორი გრანდის, „ბენფიკასა“ და „სპორტინგის“ სამიზნეა. ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარაში“ ამ გუნდებს საქართველოს ნაკრების მეკარის შეძენა სურთ. პორტუგალიური პრესის თანახმად, მაკარიძის გასაშვებად „ვიტორია სეტუბალი“ ერთ მილიონ ევროს და დამატებით მოთამაშეს ითხოვს. მაკარიძე მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა. ის მეექვსე სეზონია, რაც პორტუგალიურ კლუბებში თამაშობს. სეზონში პორტუგალიური ლიგის მეკარეების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს“ – წერს „გოლ პოინტი“.