ქართველი ძალოსანი შოთა მიშველიძე მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსე ადგილზე გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 61 კგ. წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა, შოთა მიშველიძემ ორჭიდის ჯამში 285 კგ. მოაგროვა და მეექვსე ადგილზე გავიდა.
ატაცში მიშველიძემ პირველ ცდაზე 130 კგ. დააფიქსირა, მეორე მისვლაზე 135 კგ. ვერ ასწია, მესამედ კი მსაჯებმა 136 კგ. არ ჩაუთვალეს.
მიშველიძემ აკვრაში პირველ ცდაზე 155 კგ დაძლია, მომდევნო ორ მისვლაზე 165 კილოგრამიანი შტანგა ვერ დაიმორჩილა და საბოლოოდ ორჭიდის ჯამში 285 კილოგრამით დაასრულა ასპარეზობა.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩინელმა ფაბი ლიმ მოიპოვა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 312 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო აკვრაში 175 კილოგრამი ასწია და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.