ქართველებმა ოთხი საჭადრაკო პარტია მოიგეს, ძაგნიძე ისევ ლიდერია

02:14, 14.04.2018

სლოვაკეთის კურორტ ვისოკე ტატრიში ჭადრაკში ქალებს შორის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი გრძელდება. გაიმართა მეექვსე ტური და ლიდერი ისევ ნანა ძაგნიძეა. მან ​ გუნაი მამაძადა თეთრებით დაამარცხა.

მეექვსე ტური საკმაოდ წარმატებული გამოვიდა ქართველებისთვის – შვიდიდან ოთხმა მოიგო პარტია:

ნანა ძაგნიძე (3) – გუნაი მამაძადა (აზერბაიჯანი) 1-0
ნატალია ბუკსა (უკრაინა) – ნინო ბაციაშვილი (2) 0-1
ბელა ხოტენაშვილი (7) – გარა ტისია (უნგრეთი) 1-0
ლელა ჯავახიშვილი (15)- ევგენია დოლუჰანოვა (უნგრეთი) 1-0
იოვანა რაპორტი (სერბეთი) – სალომე მელია (28) – 0.5-0.5
იუდიტ ფუხსი (გერმანია) – მერი არაბიძე (34) – 0.5-0.5
მირანდა მიქაძე (97) – რეჯინა ტისი პოკორნა (ავსტრია) 0-1

ექვსი ტურის შემდეგ, ძაგნიძე 5 ქულით დაბრუნდა ლიდერთა შორის. ის პირველ-მეხუთე ადგილებს იყოფს.

მსგავსი