ქართველების „სლოვანი“ დააჯილდოვეს - ბრატისლაველებმა ორი პრესტიჟული პრიზი მიიღეს #1TVSPORT
ქართველების „სლოვანი“ დააჯილდოვეს - ბრატისლაველებმა ორი პრესტიჟული პრიზი მიიღეს #1TVSPORT

ბრატისლავისსლოვანი“, სადაც სამი ქართველი (გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ჩაკვეტაძე) თამაშობს, სლოვაკეთში ორი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა წარმატებით დაასრულა 2022 წელი. ყველაზე წარმატებულმა სლოვაკურმა საფეხბურთო კლუბმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული და ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფში გავიდა, გაზაფხულზე კი ტურნირის 1/8-ფინალში ითამაშებს.

სლოვანმა“ პრესტიჟული ჯილდოები მიიღო – პირველი გამოკითხვა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ჩატარდა, რომლის შედეგადაც სათამაშოს სახეობებში საუკეთესოდ ვაისის გაწვრთნილები აღიარეს. ჯილდო კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრმა, ივან კმოტრიკ-უმცროსმა მიიღო.

ამას გარდა, სლოვაკეთში ჩატარებულ გამოკითხვაში „სლოვანმა“ გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილი დაიკავა, წინ მხოლოდ სლოვაკეთის ჰოკეის ნაკრები აღმოჩნდა, რომელმაც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მესამე ადგილი დაიკავა.

სლოვანიკონფერენსლიგის 1/8-ფინალში მეტოქეს 1/16-ფინალური მატჩების შემდეგ, 24 თებერვალს დაგეგმილ წილისყრაზე შეიტყობს. სლოვაკური გუნდის პოტენციური მეტოქეები „ლაციო“, „ფიორენტინა“, ბელგრადის „პარტიზანი“, „ანდერლეხტი“ და „ტრაბზონსპორი“ არიან. პირველ მატჩს სლოვაკები – 9 მარტს, საპასუხოს კი 16 მარტს გამართავენ.