გუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთის პრემიერლიგაში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა, მაგრამ მე-18 ტურში მისი გუნდი „ტარაზი“ კოკშეტაუში „ოკჟეტპესთან“ 3:1 დამარცხდა.
ელგუჯა ლობჯანიძემ სტუმართა ძირითად შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა, ისევე როგორც ლაშა კასრაძემ, რომელიც მისი თანაგუნდელია. პირველი ტაიმი „ტარაზმა“ მინიმალური სხვაობით მოიგო, 35-ე წუთზე კი გოლი ლობჯანიძის აქტიურობას მოჰყვა, რომელიც მცველებს გასცდა და სერჟ ნიუადძიმ მისი გადაცემით გაიტანა. თუმცა, 41-ე წუთზე „ტარაზს“ მოთამაშე გაუძევეს და 10 ფეხბურთელით დარჩენილებმა მეორე ტაიმი ჩააგდეს – „ოკჟეტპესმა“ სამი გოლი გაიტანა და მოიგო. ერთ-ერთი მათგანი კი კასრაძემ 76-ე წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრა.
ევროპის ლიგაზე ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქემ, კახა ცხადაძის გაწვრთნილმა „ორდაბასიმ“ შიმქენტში „ტობოლს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა 0:0. სტუმართა რიგებში მხოლოდ ჯაბა კანკავამ ითამაშა, ნიკა კვეკვესკირი კი შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან უყურებდა.
19 ტურის შემდეგ „ტობოლი“ 39 ქულით პირველ ადგილზეა და ქულით ასწრებს კონკურენტ „ასტანას“, რომელსაც ერთი შეხვედრით მეტი აქვს ჩასატარებელი, „ტარაზი“ კი 13 ქულით ბოლოსწინა, მე-13 პოზიციაზეა.