ქართველების დაპირისპირება პოლონეთში - მერებაშვილმა და გაბედავამ გაიტანეს
ქართველების დაპირისპირება პოლონეთში - მერებაშვილმა და გაბედავამ გაიტანეს

პოლონეთის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. დარჩენილია ერთი ტური და გადაწყდება, ამ ქვეყანაში მოთამაშე ქართველების კლუბებიდან რომელი გავარდება.

აუტსაიდერთა ჯგუფში ვაკო გვილიას ზაბჟესგურნიკმა” გიორგი მერებაშვილის პლოცკისვისლას” უმასპინძლა. პლოცკის გუნდი გასავარდნთა ზონაშია და წაგების შემთხვევაში ლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე დადგებოდა, ხოლო „გურნიკმა“, ფაქტობრივად, ლიგაში დარჩენა გაინაღდა.

ვისლამ” თავს აჯობა და გასვლაზე 1:0 მოიგო. ეს ერთადერთი გოლი მეშვიდე წუთზე საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, მერებაშვილმა გაიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. გიორგიმ პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 30 შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა. ვაკო გვილიაცგურნიკის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და მანაც 90 წუთი ჩაატარა.

ქართველების დაპირისპირება გაიმართა სოსნოვიეცშიც, სადაც ლიგიდან ვადამდე გავარდნილმა „ზაგლებიემკელჩესკორონას” უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი გაბედავამ და 56-ე წუთზე გოლი გაიტანა, გიორგი ივანიშვილი კი, სათადარიგოებიდან არ წამომდგარა.

კორონას” ძირითადში გამოჩნდა ვატო არველაძე – ის 64-ე წუთზე შეცვალეს. „ზაგლებიე” ლიგიდან ვადამდე გავარდა, ხოლო „კორონამ” ექსტრაკლასაში ადგილი შეინარჩუნა.

პოლონეთის ჩემპიონატში ბოლო ტურის შეხვედრები 18 მაისს გაიმართება.