ქართველები უნგრეთში | გიორგი ბერიძემ „დებრეცენს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
უნგრეთის ჩემპიონატში დავით კობოურის და გიორგი ბერიძის „უიპეშტმა“ „დებრეცენს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი თამაში მოუგო – 2:1.
გიორგი ბერიძე „უიპეშტის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 67 წუთი ითამაშა. მან თავი 48-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც ანგარიში გახსნა და გუნდი დააწინაურა. საბოლოოდ კი მაღალი შეფასება – 7,9 ქულა მიიღო. კობოური კი, ბოლო ორი მატჩია, სათადარიგოებშია.
ამავე ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდებიც დაუპირისპირდნენ – „ნირედიჰაზამ“ (ნიკა კვეკვესკირი თამაშობს) „ფეჰერვარი“ (ალექსანდრე კალანდაძე) 1:0 დაამარცხა. თუმცა სამატჩო განაცხადში არცერთი ქართველი არ იყო.
ილია ბერიაშვილის მტკ შინ „პაკშისთან“ 1:2 დამარცხდა, თუმცა ქართველმა მცველმა მაღალი შეფასება (7,1 ქულა) მიიღო.