ქართველები უკრაინაში | გიორგი მაისურაძის შედეგიანი გადაცემა ნიკა გაგნიძის „კოლოსთან“ #1TVSPORT

12:30, 28.04.2025

გიორგი კუციას „ვერესი“ უკრაინის პრემიერლიგაში პოლტავის „ვორსკლას“ ესტუმრა და 3:0 დამარცხდა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.

ნიკა გაგნიძემ ადგილი დაიმკვიდრა კოვალივკას „კოლოსში“ და 90 წუთი ითამაშა ჟიტომირის „პოლესიესთან“, სადაც გიორგი მაისურაძემ მატჩი ასევე შეუცვლელად ჩაატარა და სეზონში მეორე საგოლე მოქმედება ჩაიწერა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველის გადაცემით 46-ე წუთზე სტუმრებიდან თავი ასევე მცველმა, ედუარდ სარაპიმ გამოიჩინა. თუმცა „კოლოსმა“ ბოლომდე იბრძოლა, ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ფრედ დასრულდა – 1:1.

ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“ კიევის „დინამოს“ უმასპინძლა და მე-20 წუთისთვის 2:0 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა გაანიავა და მხოლოდ ქულა მოიპოვა 2:2.

მსგავსი