ქართველები ტოპ-ლიგებში | ხვიჩა კვარაცხელიას ასისტი პსჟ-ის მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა #1TVSPORT

01:10, 05.09.2026

ლიგა 1-ში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ამჯერადაც ვერ მოიგო. ევროპის მოქმედმა საკლუბო ჩემპიონმა საფრანგეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში „მონაკოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ქართველი თავდამსხმელი პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 68 წუთი ითამაშა. ხვიჩამ მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე მოქმედება ჩაიწერა. მისი პასით 31-ე წუთზე ანგარიში მარკინიოსმა გახსნა, მაგრამ „მონაკომნაზინიოს (58) და იდუმბო მუზამბოს (72) გოლებით მაინც გაიმარჯვა.

გერმანიის ბუნდესლიგის მე-2 ტურში ლუკა ლოჩოშვილისკიოლნი“ გასვლაზე „შტუტგარტთან“ ვერაფერს გახდა 1:4. საქართველოს ნაკრების მცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო.

ინგლისის პრემიერლიგაში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „იფსვიჩს“ ესტუმრა და 2:0 სძლია. ქართველი მეკარე სათადარიგოებში იყო.

მსგავსი