ქართველები სლოვაკეთში თასისთვის ბრძოლას განაგრძობენ - გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ პენალტების სერიაში დამარცხდა #1TVSPORT
ქართველები სლოვაკეთში თასისთვის ბრძოლას განაგრძობენ - გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ პენალტების სერიაში დამარცხდა #1TVSPORT

ცოტნე კაპანაძისა და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედა“ სლოვაკეთის თასისთვის ბრძოლას განაგრძობს. 1/8-ფინალში ქართველების გუნდმა თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცეს“ საკუთარ სტადიონზე 3:0 სძლია და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

სამივე ქართველმა ითამაშა – კაპანაძემ და ძოწენიძემ ძირითად შემადგენლობაში, გაგუა კი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა. შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ გურამ კაშიას „სლოვანი“ და სანდრო ნარიმანიძის „ჟილინაც“.

ბრატისლავის „სლოვანმა“ ბოლო 6 დღეში მესამე მატჩი ჩაატარა და საკუთარ მოედანზე „რუზომბეროკთან“ 1:2 დამარცხდა. ვლადიმირ ვაისმა ამჯერად საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია დაასვენა.

ამავე დღეს სლოვაკეთში ჩემპიონატის თამაშებიც გაიმართა. „პოდბრეზოვამ“ ტრნავის „სპარტაკი“ მიიღო და 1:3 დამარცხდა. სტუმართა შორის 68 წუთი ითამაშა ლუკა ხორხელმა, გიორგი მოისწრაფიშვილი კი ტრავმირებულია.

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის საშინაო მატჩში „ტიროლთან“ კაცნაკლული დარჩა და 1:3 დამარცხდა. კიტეიშვილი თავიდან დაასვენეს და მოედანზე მხოლოდ 69-ე წუთზე შევიდა.

გიორგი გოჩოლეიშვილმა 82 წუთი ითამაშა „ჰამბურგში“, რომელმაც გერმანიის თასის 1/8-ფინალში „ვოლკსპარკსტადიონზე“ „ჰოლშტაინ კილი“ მიიღო. მართალია, ქართველის გუნდი დამატებით დროში დაწინაურდა, მაგრამ 118-ე წუთზე ბურთი გაუშვა და პენალტების სერიაში დამარცხდა – 2:4.