ქართველები სლოვაკეთში საუკეთესოები იყვნენ #1TVSPORT

09:01, 20.09.2026

სლოვაკეთის ჩემპიონატში (ნაიკის ლიგა) თორენიკე ძოწენიძის „მიხალოვცემ“ შინ „ბანსკა ბისტრიცას“ 1:0 სძლია. ქართველი მცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მაღალი შეფასება მიიღო – 7,7 ქულა.

სანდრო ნარიმანიძისჟილინამ“ კი „ტრენჩინს“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია. 21 წლის ქართველმა მცველმა მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, ძალიან მაღალი შეფასება (8,9 ქულა) მიიღო და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ნარიმანიძე შეტევაში ერთვებოდა და ორჯერ შორეული დარტყმით გატანა სცადა, პირველად მისი გასროლის შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა კარს. მეორედ ბურთი სტუმართა მეკარემ მოიგერია, მარკო როგინიჩმა კი დამატებაზე მეკარეს ვერ აჯობა.

მსგავსი