ქართველები სლოვაკეთში | ნარიმანიძის „ჟილინამ“ მოიგო, კაშიამ „დუნაისკასთან“ წითელი ბარათი მიიღო #1TVSPORT
ქართველები სლოვაკეთში | ნარიმანიძის „ჟილინამ“ მოიგო, კაშიამ „დუნაისკასთან“ წითელი ბარათი მიიღო #1TVSPORT

სლოვაკეთის ნიკელიგის საჩემპიონო ჯგუფში ალექსანდრე ნარიმანიძისჟილინამ“ კონკურენტ „ტრნავას“ უმასპინძლა და ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა – 2:1. 19 წლის ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 7,1 შეფასება დაუწერეს.

გურამ კაშიას იშვიათი ამბავი შეემთხვა – მან ბრატისლავისსლოვანი“ გასვლაზე ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედასთან“ მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა, მაგრამ 43-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუხდა – წითელი ბარათი მიიღო.

დუნაისკა სტრედამ“ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და რამადანის და რეძიჩის გოლებით 2:1 გაიმარჯვა. კაპანაძემ მასპინძელთა ფორმით შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და საკმაოდ მაღალი შეფასება, 7,1 ქულა მიიღო.

29 ტურის შემდეგ „სლოვანი“ 63 ქულით უპირობო ლიდერია და ჩემპიონობის გასაფორმებლად 3 მაისს მეორეადგილოსანჟილინასთან“ (54) ქულაც ჰყოფნის, ხოლო „დუნაისკა სტრედა“ (45 ქულა) მეოთხე პოზოციაზეა.