ქართველები სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ - კანკავამ 19-წლიან კარიერაში პირველი ოქრო მოიპოვა #1TVSPORT
ქართველები სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ - კანკავამ 19-წლიან კარიერაში პირველი ოქრო მოიპოვა #1TVSPORT

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ – ბრატისლავისსლოვანმა“ფინალური ექვსეულის მე-6 ტურში „რუჟომბეროკთან“ გასვლითი შეხვედრა 0:0 დაასრულა და ტურნირის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე „ფორტუნა ლიგის“ გამარჯვებული გახდა.

სლოვანმა“ ტიტული ზედიზედ მეოთხედ (2019, 2020, 2021, 2022) მოიპოვა და დაამყარა ისტორიული რეკორდი – სლოვაკეთის ფეხბურთის ისტორიაში ზედიზედ ოთხჯერ ჩემპიონატი არავის მოუგია. ეს ყველაზე წარმატებული სლოვაკური კლუბისთვის 28-ე ჩემპიონის ტიტულია ისტორიაში – „სლოვანმა“ სლოვაკეთში პირველობა მეოცედ მოიპოვა, ხოლო მანამდე 8-ჯერ ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი იყო.

თუმცა, სეზონი არ დასრულებულა. ზედიზედ მეოთხე ტიტულის მოპოვების შემდეგ კიდევ ერთი რეკორდის, მესამე დუბლის (ჩემპიონობა + თასი) შანსი გააჩნია. გუნდი სლოვაკეთის თასის ნახევარფინალურ მატჩში „ტრენჩინს“ დაუპირისპირდება.

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ბრატისლავასსლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარეს. კაშიასთვის ეს მეორე მეორე ჩემპიონის ტიტული იყო. პირველად ოქროს მედალი „დინამო თბილისში“ 2008 წელს მოიპოვა. კანკავამ კი ჩემპიონობა, რაც უნდა უცნაური იყოს, 19-წლიან კარიერაში პირველად მოიპოვა. ორივე ქართველი სლოვაკურ გუნდში 2021 წლის ზაფხულში ჩაირიცხა. კანკავა მანამდე ფრანგულ „ვალანსიანში“ გამოდიოდა, ხოლო კაშია – თბილისის „ლოკომოტივში“.