ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | ლაშა გობაძე ოლიმპიური მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. 87 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძე ოლიმპიადაზე მედლის მოპოვების კანდიდატია.
30 წლის ქართველი ფალავანი 2019 წელს (82 კგ-ში) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. იგი ასევე პლანეტის პირველობაზე ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ლაშას ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული.
შეგახსენებთ, რომ, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების გადაწყვეტილებით, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიადას ჩამოშორებული ბელარუსი სპორტსმენის, მასკევიჩის ადგილი ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა დაიკავა.
გობაძე პარიზში 7 აგვისტოს იასპარეზებს.