ქართველები კვიპროსში - დვალმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა #1TVSPORT
ლაშა დვალის აპოელ-მა ახალი წლის პირველი მატჩი სტუმრად ლარნაკაში აეკ-თან გამართა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველმა შემოდგომაზე უთამაშებლობის შემდეგ აპოელ-ის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა და შეუცვლელად ითამაშა.
მე-19 ტურის შეხვედრაში აეკ-მა ანგარიში 45-ე წუთზე კაბრერას ზუსტი დარტყმით გახსნა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო (50-ე წუთი), როდესაც მასპინძლების უპირატესობა ჩაკონიმ ორამდე გაზარდა. მართალია, სოტირიუმ (50) სხვაობა შეამცირა, მაგრამ აპოელ-მა თამაში ვერ გადაარჩინა.
გიორგი ქვილითაია „არისის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, რომელიც სტუმრად „ომონიას“ დაუზავდა – 0:0.
მათე კვირკვიამ 70-ე წუთიდან ითამაშა „კარმიოტისაში“, რომელიც გასვლით მატჩში „აპოლონთან“ 0:3 დამარცხდა. გიორგი ლორიას „არადიპუ“ 21 იანვარს „ომონია 29 მაისს“ უმასპინძლებს.
19 ტურის შემდეგ „არისი“ 44 ქულით მეორე ადგილზეა, აპოელ-მა (32) მე-5 ადგილი შეინარჩუნა, „კარმიოტისა“ კი (20) მე-10 პოზიციაზეა.