ქართველები გერმანიაში | ზივზივაძის და გოჩოლეიშვილის გუნდებმა ტურის მატჩები ფრედ დაასრულეს #1TVSPORT

18:31, 04.04.2026

გერმანიის ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ მიონხენგლადბახში „ბორუსიას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 2:2. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 62 წუთი ითამაშა.

გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ საკუთარ მოედანზე „აუგსბურგთან“ 10 მოთამაშით დარჩა, მაგრამ ფრედ ითამაშა – 1:1. „ჯვაროსნების“ მცველი თავიდან სათადარიგოებში იყო და მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა.

ბუნდესლიგაში გამართული 28 ტურის შემდეგ „ჰამბურგი“ (31 ქულა) მე-11 ადგილზეა, ხოლო „ჰაიდენჰაიმი“ (16) ბოლო, მე-18 პოზიციაზეა, მაგრამ ლიგაში დარჩენის თეორიულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

მსგავსი