ქართველები ევროტურნირებზე | მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“ მეორე წრეში გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა #1TVSPORT

09:35, 10.07.2026

კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საბა მამაცაშვილის ვილნიუსის „ჟალგირისიმონტენეგროშიპეტროვაცს“ ესტუმრა, 3:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა.

21-წლამდელთა ნაკრებში მისი ყოფილი გუნდელის, ლაშა ოდიშარიას რფს (ლატვია) კი ჩრდილოეთ ირლანდიაში „გლენტორანს“ დაუპირისპირდა და 2:1 სძლია. ქართველი შემტევი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა.

ევროპის ლიგის პირველი შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა, სანდრო ნარიმანიძემ – მისი გუნდი, სლოვაკური „ჟილინა“ ხორვატიაში „ჰაიდუკს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

ჩემპიონთა ლიგის პირველ კვალიფიკაციაში ანტონ თოლორდავას „კაუნო ჟალგირისი“ შინ კოსოვოს „დრიტას“ დაუზავდა – 1:1. ქართველმა მცველმა ლიეტუვის ჩემპიონის რიგებში შეუცვლელად ითამაშა და 88-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეამ“ ბელარუსის „ვიტებსკს“ ნეიტრალურ მოედანზე (უნგრეთში) 4:1 სძლია და, ფაქტობრივად, მეორე ეტაპზე თამაში გაინაღდა. „ჯვაროსნების“ საყრდენი ნახევარმცველი რუმინული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 3:1 იყო.

შოთა მახარაძის გაწვრთნილმა მოლდოვის ჩემპიონმა, „პეტროკუბმა“ ალბანური „ეგნატია“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ პირველივე წუთზე დაწინაურდა, მხოლოდ ფრეს დასჯერდა 1:1.

მსგავსი