ქართველები ევროპალიგაზე - ოთხიდან ორმა ითამაშა, ორმა მოიგო
ქართველები ევროპალიგაზე - ოთხიდან ორმა ითამაშა, ორმა მოიგო

ევროპის ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართა. სალონიკის პაოკ-მა სახლში „ეინდჰოვენი“ მიიიღო და 4:1 დაამარცხა. ნიკა ნინუა თამაშს თვალს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა. პაოკ-ი „ე“ ჯგუფში ხუთი ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა.

პოზნანისლეხმა“ სახლში ლიეჟის „სტანდარტს“ უმასპინძლა და 3:1 სძლია. სამწუხაროდ, ქართველ ფეხბურთელს, ნიკა კაჭარავას დიდი სათამაშო დრო არ ჰქონია და მოედანზე მხოლოდ 85-ე წუთზე გამოჩნდა. პოლონური კლუბი „დ“ ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზეა.

ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის გუნდი, ავსტრიული „ვოლფსბერგერი“ ზაგრების „დინამოს“ შეხვდა, რომელსაც კორონავირუსის გამო ოთხი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი აკლდა. პირველი ტაიმის ბოლოს ავსტრიელებს მოთამაშე გაუგდეს და ხორვატებმა 76-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა მოახერხეს. ლოჩოშვილმავოლფსბერგერში“ 90 წუთი ითამაშა, ტრავმამორჩენილი გიორბელიძე კი მოედანს უახლოეს პერიოდში უნდა დაუბრუნდეს. „კ“ ჯგუფში ზაგრებელები ხუთი ქულით პირველზე დაწინაურდნენ, „ვოლფსბერგერი“ კი ოთხი ქულით მეორეზე დაქვეითდა.