ქართველები ესპანეთში | გიორგი ქოჩორაშვილმა „ბარსელონასთან“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერს, „ბარსელონას“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა სასტარტო თერთმეტეულში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი თავიდან აქტიური იყო და გატანაც შეეძლო, მაგრამ თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მიზანს ააცილა.
ანგარიში მე-18 წუთზე იუსუფ ფოფანამ გახსნა, ოთხ წუთში შესანიშნავი გოლით უპასუხა რაფინიამ, რომელმაც შესვენების შემდეგ კიდევ ორი (52, 70) გოლი გაიტანა და კატალონიელებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს.
სანტანდერის „რასინგი“ ლა ლიგის მე-7 ტურში ვიგოს „სელტას“ ესტუმრა და 0:5 დამარცხა. გიორგი გულიაშვილი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა.
ლა ლიგა 2-ის მე-6 ტურში იური ტაბატაძის და გიორგი გოჩოლეიშვილის „კადისი“ შინ „ჟირონასთან“ 1:2 დამარცხდა. ორივე ქართველი ფეხბურთელი ტრავმირებულია და გუნდს ვერ ეხმარებიან.