ქართველ მორაგბეებს ჰიმნის შესრულებისას მაისურზე ტატუნაშვილის გვარი ეწერათ [ვიდეო]

ქართველი მორაგბეები რუმინეთთან მატჩის დაწყებამდე, ჰიმნის შესრულების დროს, მოედანზე მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერათ.

„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ფინალურ შეხვედრაში ბორჯღალოსნები რუმინეთის ნაკრებს ხვდებიან.

კვლავ ძირითად შემადგენლობაშია ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი, ხოლო სოსო მათიაშვილი ფრთაზე თამაშობს.

ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობა ასეთია:

შერკინება:

1. ნარიაშვილი 2. მამუკაშვილი 3. ჩილაჩავა

4. ნემსაძე (კ) 5. ჭეიშვილი

6. თხილაიშვილი 7. კოლელიშვილი

8. ლომიძე

უკანა ხაზი:

9. ლობჟანიძე 10. ხმალაძე

12. კვესელაძე 13. კაჭარავა

11. მათიაშვილი 14. სიჭინავა

15. კვირიკაშვილი

მარქაფა: 16. ალხაზაშვილი, 17. ასიეშვილი, 18. მელიქიძე, 19. სუთიაშვილი, 20. გაჩეჩილაძე, 21. აფრასიძე, 22. მალაღურაზე, 23. თოდუა.

შეხვედრა „დინამო არენაზე“ იმართება.