ქართველ მეზღვაურებს საშუალება ექნებათ, გერმანულ და ხორვატიულ გემებზე დასაქმდნენ
ქართველ მეზღვაურებს საშუალება ექნებათ, გერმანულ და ხორვატიულ გემებზე დასაქმდნენ

ქართველ მეზღვაურებს მალე საშუალება ექნებათ, გერმანულ და ხორვატიულ გემებზე დასაქმდნენ. შესაბამის ხელშეკრულებას დღეს ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე მოეწერა ხელი.

„ახლახანს მოვაწერეთ ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის საშუალებითაც, ქართველი ზღვაოსნები იმუშავებენ გერმანულ გემებზე, გერმანელ მეპატრონეებთან ან იმ გემებზე, რომლებიც ცურავენ გერმანული დროშის ქვეშ. აღნიშნული საქმიანობა მოიცავს სხვა დარგებსაც, კერძოდ, ეს იქნება წვრთნა, სწავლება, მომზადება. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს პირადი შემადგენლობის მომზადებასა და სწავლებაში. დარწმუნებული ვარ, ეს მოიტანს იმ შედეგს, რომ საქართველო თავისი მეზღვაურებით და ნაოსნობაში დასაქმებული ადამიანებით გავა საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვაო და სანაოსნო ადმინისტრაციის გენერალურმა დირექტორმა, რეინჰარდ კლინგელმა.

გერმანია და ხორვატია მსოფლიო წყლებში რამდენიმე ასეულ გემს ფლობენ.