ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს, ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთიდან საფრანგეთში დეპორტაცია ემუქრება
ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს, ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთიდან საფრანგეთში დეპორტაცია ემუქრება

საბერძნეთში დაკავებულ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს, ლაშა შუშანაშვილს საფრანგეთში დეპორტაცია ემუქრება. შესაბამისი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო.

ლაშა შუშანაშვილს და მის ძმას, კახას საფრანგეთში კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობაში სდებენ ბრალს. ლაშა შუშანაშვილი სალონიკში აპრილში დააკავეს. მასთან ერთად პოლიციამ კიდევ 14 ადამიანი აიყვანა. ამავე დაჯგუფების 17 წევრი დააპატიმრეს საფრანგეთშიც.

როგორც ბერძნული მედია წერს, შუშანაშვილის ადვოკატები ექსტრადირების გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. შესაბამისად, შუშანაშვილი ამ ეტაპზე სალონიკის ციხეში რჩება.