„ქართუში“ აცხადებენ, რომ vali.ge-ს მუშაობასთან დაკავშირებით პრობლემა უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება
„ქართუში“ აცხადებენ, რომ vali.ge-ს მუშაობასთან დაკავშირებით პრობლემა უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება

ფონდ „ქართუში“ აცხადებენ, რომ ვებგვერდი vali.ge-ს მუშაობასთან დაკავშირებით პრობლემა უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება.

როგორც ფონდის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა, ძალიან დიდი მიმართვიანობის გამო, სერვერმა დატვირთვას ვერ გაუძლო, რაც ცოტა ხანში დარეგულირდება.

„ძალიან დიდი მომართვიანობაა და სერვერმა ტრაფიკს ვერ გაუძლო. ცოტა ხანში დარეგულირდება“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

სესხების განულების ინიციატივის ვებგვერდზე vali.ge დღეს და ხვალ სამი ბანკის მომხმარებელთა მონაცემები აიტვირთება: „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“.

ვებგევრდი 18:00 საათიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ამ დრომდე მასზე შესვლა ვერ ხერხდება.

სესხების განულების ინიციატივა ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით ხორციელდება.

დატოვე კომენტარი