„ქართულმა ოცნებამ“ ახმეტის საკრებულოს 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე ლევან ითიურიძის კანდიდატურა წარადგინა
ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დელეგატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მოსახლეობას ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ლევან ითიურიძე წარუდგინეს.
სოფელ კასრისწყალში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და უახლოეს პერიოდში, მოსახლეობის მიერ დასახელებული საჭიროებების მოგვარებაზე შეთანხმდნენ.
შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გაიმართება.