ქართულმა ეკიპაჟმა საერთაშორისო რეგატაზე გაიმარჯვა #1TVSPORT
ქართულმა ეკიპაჟმა საერთაშორისო რეგატაზე გაიმარჯვა #1TVSPORT

თურქეთის ქალაქ გიოჩეკში, პრესტიჟულ საერთაშოროსო რეგატაში ქართულმა ეკიპაჟმა გაიმარჯვა. მაისის რეგატაზე 100-ზე მეტი ქვეყნიდან გამოცდილი ეკიპაჟი ჩავიდა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართული კლუბი პირველად იღებდა მონაწილეობას.

სულ შედგა ექვსი დამოუკიდებელი რბოლა. ქართული ეკიპაჟი თურქეთში ოქტომბრის რეგატაზეც იასპარეზებს. GSC პირველი ქართული იახტკლუბია, რომელიც, საერთაშოროსო რეგატებში მონაწილეობის გარდა, მართვის შესწავლისა და ლიცენზიების გაცემასაც უზრუნველყოფს. კლუბი ექვსი თვის შექმნილია, ფლობს საკუთარ იახტებს, ვარჯიშები კი თბილისის ზღვაზე მიმდინარეობს.