ქართული წყვილი ჩერლიდინგში ევროპის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
საბერძნეთში წყვილებს შორის ჩერლიდინგის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, რომელზეც ქართველმა სპორტსმენებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს.
Senior Hip-Hop Doubles-ის კატეგორიაში ლიზი ფუტკარაძისა და ნიკოლოზ ბალაძის წყვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველომ კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზა და სადებიუტო გამოსვლა ოქროს მედლით დაასრულა.
ევროპის ჩემპიონატში 24 ქვეყანა მონაწილეობდა.