ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარი ლიეტუვის ფონდის გამარჯვებული გახდა
ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარი ლიეტუვის ფონდის გამარჯვებული გახდა

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის, „8 წუთის“ შემქმნელების ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარი “ინგა” ლიეტუვის ფონდის რჩეული პროექტი გახდა და კო-პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაფინანსება მიიღო.

“ინგა” გამარჯვებისთვის 53 პროექტთან ერთად იბრძოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სცენარის ავტორი მარი ბექაური ავრცელებს.

ექვსი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული – ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის შემქმნელები წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას და ახალი ფილმის გადასაღებად ემზადებიან.

ფილმს გიორგი გოგიჩაიშვილი და დათო აბრამიშვილი გადაიღებენ, ხოლო სცენარზე მარი ბექაურმა და ზაზა კოშკაძემ იმუშავეს. მთავარ როლებს ანი ბებია და ზურა გაბუნია შეასრულებენ. ფილმი ბავშვთა სახლების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ქალებზე ძალადობის პრობლემებზე მოგვითხრობს.

“ინგას” შემქმნელების ინფორმაციით, ფილმის გადაღებები, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.