ქართული საფეხბურთო ლეგიონი ევროპაში - გიორგი გულიაშვილმა სამი საგოლე გადაცემა შეასრულა - „სარაევომ“ დიდი ანგარიშით მოიგო #1TVSPORT
ქართული საფეხბურთო ლეგიონი ევროპაში - გიორგი გულიაშვილმა სამი საგოლე გადაცემა შეასრულა - „სარაევომ“ დიდი ანგარიშით მოიგო #1TVSPORT

სლოვაკეთის ლიგის მე-17 ტურში ცოტნე კაპანაძისა და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედამ“ ლუკა ხორხელისა და გიორგი მოისწრაფიშვილის ტრნავას „სპარტაკს“ საკუთარ მოედანზე 3:1 სძლია.

კაპანაძემ, გაგუამ და ხორხელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს, მოისწრაფიშვილი ტრავმის გამო განაცხადში არ იყო. ამ მოგების შემდეგ სლოვაკეთის ჩემპიონატში „დუნაისკა“ მეორე ადგილზეა, „სპარტაკი“ მე-4 პოზიციას იკავებს, პირველ ადგილზე კი გურამ კაშიას „სლოვანია“.

ბოსნიის ჩემპიონატში „სარაევომ“ საკუთარ მოედანზე „ჟელეზნიჩარი“ 4:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა გიორგი გულიაშვილმა, რომელმაც კარიერაში პირველად სამი საგოლე გადაცემა მიითვალა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ერთი გოლი და რვა საგოლე გადაცემაა.

ოთარ კიტეიშვილიმა 90 წუთი ითამაშა გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში, რომელმაც „გრაცერს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. 16 ტურის შემდეგ „შტურმი“ 28 ქულით მეორე ადგილზეა.

საფრანგეთის ლიგა 1-ში „მეცი“ „ოსერს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. ქართველებიდან წიტაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი აბუაშვილი კი მწვრთნელმა სათადარიგოთა შორის დატოვა.

გრანადამ“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-17 ტურში შინ „კეუტასთან“ ფრედ ითამაშა. ლუკა გაგნიძე მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა. სამი დღის წინ კი „ტენერისფესთან“ 90 წუთი ითამაშა.