„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში გამარჯვებას აღნიშნავენ [ვიდეო]

არჩევნების პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში გამარჯვებას აღნიშნავენ.

ადგილზე შეკრებილები არიან მმართველი პარტიის კანდიდატის, გიორგი შენგელიას მხარდამჭერები. გამარჯვების აღსანიშნად „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისთან ფოიერვერკიც გაუშვეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ზუგდიდში პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გიორგი შენგელიამ გაიმარჯვა. მისი თქმით, ზუგდიდის ოლქში 107 უბნიდან დათვლილია 88 უბნის შედეგები და ამ უბნების მონაცემებით, 54,08 პროცენტი ეკუთვნის გიორგი შენგელიას.