„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა ახალგაზრდებს ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალგაზრდებს ზუგდიდის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე და ამ მიმართულებით საკუთარ ხედვაზე ესაუბრება.

შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა ასევე ახალგაზრდების მნიშვნელოვან პოტენციალს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ახალგაზრდები ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობენ ქვეყნის განვითარებისა და წარმატებისთვის.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ჩიქოვანი ახალგაზრდებს განახლებულ ზუგდიდზე და იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც ქალაქში მიმდინარეობს და განაცხადა, რომ ეს პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისა და მას, როგორც ისტორიულ ქალაქს, ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს.

დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, რომ შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი წელს პირველად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და მათ არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ამასთან, გაიმართა დისკუსია მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე, ახალგაზრდების მუნიციპალიტეტში დაბრუნებისა და საკუთარი პოტენციალის ადგილზე გამოყენების თაობაზე.