„ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ქობულიას - იცნობდით თუ არა მიხეილ სააკაშვილს ან რომან გოცირიძეს, არ დამაკარგვინოთ თქვენზე შთაბეჭდილება
„ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ქობულიას - იცნობდით თუ არა მიხეილ სააკაშვილს ან რომან გოცირიძეს, არ დამაკარგვინოთ თქვენზე შთაბეჭდილება

საქართველოში არავინ გიცნობთ, – მიმართა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატ გიორგი ქობულიას პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აინტერესებს, ვინ შეარჩია ქობულიას კანდიდატურა, იცნობს თუ არა ბიძინა ივანიშვილს და ჰქონდა თუ არა შეხება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიზნესთან.

გოცირიძის შეკითხვას დარბაზიდან „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი შიოლაშვილის რეპლიკა მოჰყვა.

„ვერა ქობალიას ვინ იცნობდა“, – იკითხა შიოლაშვილმა.

თემას მოგვიანებით „ქართული ოცნების“ წევრი კობა ლურსმანაშვილიც დაუბრუნდა და ქობულიას მიმართა: „იცნობდით თუ არა მიხეილ სააკაშვილს ან რომან გოცირიძეს, არ დამაკარგვინოთ თქვენზე შთაბეჭდილება“.

ვერა ქობალიასთან დაკავშირებით რეპლიკას რომან გოცირიძემაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ქობალია ამჟამად ახალი ზელანდიის მთავრობის მრჩეველია.