საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ გაიმართება
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ გაიმართება

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება. როგორც პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ.

„საქართველოს პარლამენტში შემდეგი კვირა სასესიოა და მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გავიდეს. უმრავლესობის ხვალინდელ სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ“,- განაცხადეს „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.

რომელ საათზე გაიმართება სხდომა, ჯერ უცნობია.

ამასთან, ხვალინდელ სხდომაზე სავარაუდოდ ​პოლიტსაბჭოზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრებენ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და მხარდაჭერას დამოუკიდებელ კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს.

დატოვე კომენტარი