„ქართული ოცნების“ შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებაზე დასასწრებად პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც მოემართებიან
დილიდან მიმდინარეობს მზადება „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრებისთვის, რომელიც დღეს თავისუფლების მოედანზე არის დაგეგმილი.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აქციაზე დასასწრებად უკვე მოემართებიან რეგიონებიდან.
როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, შეიკრიბება ათეულობით ათასი მოქალაქე იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ აჩვენოს, როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად.
აქცია 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი, თუმცა მონაწილეები შეკრებას 15:00 საათიდან დაიწყებენ.